Sunday, November 18, 2018

       მეექვსე დღის რეფლექსია
         დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები, ვნახეთ პრეზენტაცია შეფასების რუბრიკების შესახებ, განვსაზღვრეთ რას ნიშნავს ხვედრითი  წილი, ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკები და შევინახეთ საქაღალდეში,   გავაკეთეთ პრეზენტაცია. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

შეფასების რუბრიკა

სხდასხვა ფულის ერთეულები
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
                    
შინაარსი
4
3
2
1
ინფორმაციის დამუშავება, ფულის ერთეულების გარჩევა

პრეზენტაცია სრულად და ზუსტად განსაზღვრავს და აღწერს ფულის ისტორიას და დანიშნულებას.
პრეზენტაცია ნაწილობრივ  განსაზღვრავს და აღწერს ფულის ისტორიას და დანიშნულებას.
პრეზენტაცია  განსაზღვრავს და აღწერს მხოლოდ ფულის ისტორიას, ან მხოლოდ ფულის დანიშნულებას.
პრეზენტაცია ვერ განსაზღვრავს და აღწერს ფულის ისტორიას და დანიშნულებას.
დასკვნები ფულის ერთეულების მსგავსება-განსხვავება
ნახატების გრაფიკული დამუშავება 
მოსწავლე სრულფასოვნად აკეთებს დასკვნებს ფულის ერთეულების მსგავსება- განსხვავებაზე. ქმნის სრულფასოვან ნახატებს.
მოსწავლე ნაწილობრივ აკეთებს დასკვნებს ფულის ერთეულების მსგავსება- განსხვავებაზე. ქმნის სრულფასოვან ნახატებს.
მოსწავლე დაუხმარებლად ვერ აკეთებს დასკვნებს ფულის ერთეულების მსგავსება - განსხვავებაზე. დაუხმარებლად ვერ ქმნის  სრულფასოვან ნახატებს.

მოსწავლე ვერ აკეთებს დასკვნებს ფულის ერთეულების მსგავსება- განსხვავებაზე.  ვერ ქმნის სრულფასოვან ნახატებს.
ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევა


მოსწავლე კარგად ფლობს და იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
მოსწავლე  ფლობს და  ნაწილობრივ იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
მოსწავლე ფლობს და ვერ იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
მოსწავლე ვერ ფლობს და  ვერ იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
დიზაინი და ფორმა

 ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია სრულყოფილია. აქვს კარგი ვიზუალი.
ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია სრულყოფილია. არ აქვს კარგი ვიზუალი.
 ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია ნაწილობრივ არის შესრულებული.  აქვს ვიზუალი.
ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია არ არის სრულყოფილია. არ აქვს კარგი ვიზუალი.

No comments:

Post a Comment