Sunday, November 25, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია


მეცხრე დღის რეფლექსია

 ტრენინგის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტზე  მუშაობა, დავხვეწეთ და მივეცით საბოლოო სახე. ავტვირთეთ
 დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ  ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მოუსმინეთ 
კოლეგების პრეზენტაციებს. გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩვები.   
     ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების 
ინტეგრირება სასწავლო პროცესში დავიწყეთ 3 ნოემბერს.  პროექტის ფარგლებში განვიხილეთ ინტელის ელ. 
სახელმძღვანელო, პორტფოლიოს ჩეკლისტი, შეფასების რუბრიკა. დავათვალიერეთ შექმნილი პროექტები, 
თავისი რესურსებით. განვიხილეთ ერთი სანიმუშო პროექტი, შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე და ბლოგი.შევარჩიეთ სასწავლო პროექტის თემები, გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს , ბუკლეტის 
შაბლონებს და შევქმენით ბუკლეტები. მოვარგეთ სტანდარტი ჩვენს პროექტს და შევიმუშავეთ კითხვები  პროექტისათვისშევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის. ჩვენს მიერ 
შერჩეული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ავსახეთ ჩვენი  სასწავლო პროექტის გეგმაში. გავეცანით 
საავტორო ეფლებებს.  გავეცანით საიტს -  "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია". სასწავლო პროექტი
ს, გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები. დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები. აღნიშნული ტრენინგი 
ძალზე საინტერესო და დატვირთული იყო. პირადად მე გავიღრმავე ცოდნა და მივიღე ამომწურავი ინფორმაცია 
 სასწავლო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად  გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას. 
უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ძალზედ ენერგიულ ქალბატონს ინგა კახიანს საიტერესო და პროდუქტიული ტრენინგისათვის. 


Saturday, November 24, 2018

მერვე დღის რეფლექსია

  გავაკეთეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, დავათვალიერეთ რესურსებ განყოფილებაში ფასილიტაციის დოკუმენტები, ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ მოწონებული დოკუმენტები რესურსების ფაილში, დავამზადეთ ფასილიტაციის რესურსი, მოვათავსეთ ფასილიტაციის ჩვენს დოკუმენტში. განვიხილეთ პადლეტი და შევქმენით ჩვენი პადლეტი. ვიმუშავეთ სასწავალო პროექტის გეგმაზე. საინტერესო დღე გამოგვივიდა.


Made with Padlet

Friday, November 23, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია


მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ. ვნახეთ პრეზენტაცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ. ვისაუბრეთ რას ნიშნავს თვითრეგულაცია და ვისაუბრეთ როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მოსწავლეებად. ინტელის ვიუვერის ნაწილიდან დავათვალიერეთ და ავირჩიეთ მოსწავლეთა მხარდაჯერის პროექტები, აქედან შევქმენით სსსმ მოსწავლისთვის განკუთვნილი ფორმა და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში. ვიმუშავეთ ბლოგზე.

Sunday, November 18, 2018

       მეექვსე დღის რეფლექსია
         დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები, ვნახეთ პრეზენტაცია შეფასების რუბრიკების შესახებ, განვსაზღვრეთ რას ნიშნავს ხვედრითი  წილი, ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკები და შევინახეთ საქაღალდეში,   გავაკეთეთ პრეზენტაცია. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

შეფასების რუბრიკა

სხდასხვა ფულის ერთეულები
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
                    
შინაარსი
4
3
2
1
ინფორმაციის დამუშავება, ფულის ერთეულების გარჩევა

პრეზენტაცია სრულად და ზუსტად განსაზღვრავს და აღწერს ფულის ისტორიას და დანიშნულებას.
პრეზენტაცია ნაწილობრივ  განსაზღვრავს და აღწერს ფულის ისტორიას და დანიშნულებას.
პრეზენტაცია  განსაზღვრავს და აღწერს მხოლოდ ფულის ისტორიას, ან მხოლოდ ფულის დანიშნულებას.
პრეზენტაცია ვერ განსაზღვრავს და აღწერს ფულის ისტორიას და დანიშნულებას.
დასკვნები ფულის ერთეულების მსგავსება-განსხვავება
ნახატების გრაფიკული დამუშავება 
მოსწავლე სრულფასოვნად აკეთებს დასკვნებს ფულის ერთეულების მსგავსება- განსხვავებაზე. ქმნის სრულფასოვან ნახატებს.
მოსწავლე ნაწილობრივ აკეთებს დასკვნებს ფულის ერთეულების მსგავსება- განსხვავებაზე. ქმნის სრულფასოვან ნახატებს.
მოსწავლე დაუხმარებლად ვერ აკეთებს დასკვნებს ფულის ერთეულების მსგავსება - განსხვავებაზე. დაუხმარებლად ვერ ქმნის  სრულფასოვან ნახატებს.

მოსწავლე ვერ აკეთებს დასკვნებს ფულის ერთეულების მსგავსება- განსხვავებაზე.  ვერ ქმნის სრულფასოვან ნახატებს.
ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევა


მოსწავლე კარგად ფლობს და იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
მოსწავლე  ფლობს და  ნაწილობრივ იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
მოსწავლე ფლობს და ვერ იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
მოსწავლე ვერ ფლობს და  ვერ იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
დიზაინი და ფორმა

 ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია სრულყოფილია. აქვს კარგი ვიზუალი.
ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია სრულყოფილია. არ აქვს კარგი ვიზუალი.
 ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია ნაწილობრივ არის შესრულებული.  აქვს ვიზუალი.
ჯგუფის მიერ შესრულებული პრეზენტაცია არ არის სრულყოფილია. არ აქვს კარგი ვიზუალი.

Saturday, November 17, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

                              მეხუთე დღის რეფლექსია

     ვისწავლეთ პეზენტაციის ატვირთვა ბლოგში, გავეცანით  საქართველოს საავტორო უფლებების საიტს, გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ, ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებები შესახებ და პრეზენტაცია სანდო ინფომაციის მოძიებაზე ინტერნეტში. ვნახეთ  მოსწავლეთა სანიმუშო ნამუშევრები, მოვიძიეთ ინფ.ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის და დავგეგმეთ ამაზე მუშაობა. 

Sunday, November 11, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

  მეოთხე დღის რეფლექსია
     დღეს გავეცანით შეფასების  სხვადასხვა  სტრატეგიებსა და მეთოდებს. ავარჩიე ჩემი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების მეთოდები, შევავსე ჩემი პროექტის შეფასების გეგმა,გავეცანი, გავაკეთეთ პრეზენტაცია პროექტის, გავიხსენეთ ვორდის დოკუმენტში მუშაობა, დავამატეთ ბლოგზე ფურცლები. დღევანდელი დღის მუშაობა მნიშვნელოვანია პროექტზე მუშაობისათვის.

Saturday, November 10, 2018

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით სტანდარტს, შევიმუშავეთ პროექტის მიზნები და შევავსეთ პროექტის შაბლოში სტანდარტისა და მიზნებისათვის განკუთვნილი ადგილი. აგრეთვე გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და შევასრულეთ წყვილებში პრაქტიკული სამუშაო. ვიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმუშავეთ ბლოგზე ფურცლების შექმნაზე.

ზოგადი კითხვა:
        როგორ მეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
თემატური კითხვები:
               რაში ვიყენებთ ფულს?
               რაში ვიყენებთ ფულს?
               როგორ აისახება ცხოვრება თქვენს ნამუშევრებში?
         შინაარსობრივი კითხვები:
                ფულის რომელი ერთეულები ვიცით?
                როგორ შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი ნივთი?
               როგორ დავგეგმოთ გონივრულად ჩვენი ბიუჯეტი?
·